აქ დაისია
წვიმს და არ ვიცი სხვა რა არის ამაზე წმინდა, წვიმს და სიმშვიდე სახურავებს ცდილობს შეაშრეს, აქ დაისია, წვიმით სავსე დაისი გვიდგას და შენ კი ალბათ ამაღამაც დაგვიანებ. მანდ ახლა ცივა, ცა ჩამოდის ფეხდაფეხ მინდვრად, ხორბლის ყანები დასველდა და ახლა ბზინავენ, სიმწვანეებში იხატება ახლა ივნისი, მანდ აუჯანყდა მაღალ მთებსო თურმე თიბათვე. ახლა მანდ არის სურნელება ჭვავის ყანების, მზით გადამწვარი, გათანგული, ლაღი თვალებით, ბავშვები ალბათ ცის კიდეებს ეფარებიან. ეფარებიან და თან უკვირთ, შუა ივნისში, წვიმის ღრუბლები რომ ხელახლა იბადებიან. ქალაქში, ახლა ფილაქნები მზესთან წაწლობენ და ქვაფენილებს ეკიდებათ მათი ალმური, ბლის ხეს არხევენ ნელი სიოს ანცი ქარები, თუთის ხეები ისევ დგანან, ძველი მშვენებით. აქ ახლა წვიმს და სხვა არ ვიცი ამაზე წმინდა, თუთის ხეები ისევ დგანან, ძველი მშვენებით. თქვენზე კი ქარმა სულ ახალი ჭორები მითხრა, აუჯანყდაო მაღალ მთებსო თურმე თიბათვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი