შენთან ვარ
შენთან ვარ. და მესმის ყველა სიჩუმის სიდიადე, როცა მარტო ვარ, როცა ამ მთებს ვუსწორდები.. შენს მთებს. ჩემს მთებს. ყველას მთებს. და მაინც შენს მთებს. როცა ვზივარ უცხო სოფელში, ნაცნობ მთებთან ერთად ერთად და არაფერია ამაზე წმინდა. როცა ვზივარ და მესმის შენი ამბები, მთათა ამბები, ძველი ამბები, კარგი ამბები. და ვარსკვლავებიც თავის წილ სიმშვიდეს გიწილადებენ. და კოცონიც შენს სულს წააგავს. და ვუსმენ მაღალ მთებს, ამბებს შენზე, ამბებს შენს სულზე, შენს სიმშვიდეზე. და ვზივარ ჩემს წილ სამოთხეში, არც თუ ისე განათებულ მთის კალთებზე და ჩემი თმების ვარსკვლავებთან წაწლობა შენი სულის ფორიაქის პირდაპირპროპორციულია. შენთან ვარ. და მესმის ყველა სიჩუმის სიდიადე, როცა მარტო ვარ და როცა ამ მთებს ვუსწორდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი