აღმოსავლური მელოდია
და თვალები. კუშტი ღამის სადარი. ღამეები, ისევ განათენები. სადღაც ნისლი, მწვერვალამდე ასული. შენ კი ისევ, ისევ ჩუმი ზვირთები. სითეთრეში ათასი დღე გასული, (და ბოლოსკენ ათასს ერთიც მიება), აღმოსავლურ ყაიდისკენ წასული, ამ ზღაპარმაც დასასრული ინება. სულთნები და ჩუმი ღამის ასულნი, ვარსკვლავები _სულთნის კარის მსახურნი, მათი ბაღი, ხეივნები _წალკოტი, და შენც აქეთ, და შენც აქეთ წამოდი. ოქროს თვლები, გიშრისფერი ნაბადი, და ქალწულებს ნაბადივით შავი თმა, მშვიდი ღამე, ქარის ჩუმი შრიალი, ცის გარშემო ორი ორომტრიალი. ათასი მზე და ათასი მთვარეა, ცხრა მთაა და ამდენივე ზღვებია, ხორბლის ყანა, ყანებში კი ბზებია, ათას გზაში ათასივე ჩვენია. ათასში თუ გამოჩნდება ის ერთი, ღამეების გათეთრება შეეძლოს, შვიდი ქარი და შვიდივე მშვიდია იშვიათად, ვინმეს რამ არ შეერგოს. და შენც აქეთ, და შენც აქეთ წამოდი.. წმინდა სოფლებს ბილიკებით ავუყვეთ, მთის მწვერვალზე ვეზიაროთ სამოთხეს, ჩემს მთის ქოხში, წალკოტები ბუდობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი