ამბოხის გზა


სუდარასავით იფარებ საბანს,
წვები, იშორებ ღიმილს მჭვარტლიანს. 
მარტო ხარ, გტოვებს ყველა წამსვლელი, 
ვინც ერთგულება ვერ გაპატია. 

წვები. ოთახში ნაცრდება ღამე,
აი მეშვიდედ თავს დაგათენდა. 
გინდა ახლავე შეცვალო რამე,
აღარ გამოდის კვლავ გადადება.

ოთახში დუმილს თავს სწირავს თქეში,
წვიმის წვეთებსაც აქ აქვთ მისია, 
როცა ვიღაცა მოდის და ამბობს,
ყველა ეს ღამე თითქოს მისია. 

შენ კი არ გინდა, აწმყო მოშალე,
სულში კედლებსაც ლოცვის სუნი აქვთ,
დგახარ ბავშვივით მხრებში მოხრილი,
და ფრთების ბოლო ჭუჭყიანია. 

მაგრამ ბავშვისგან ის განგასხვავებს,
რომ შენს ფრთებს ყველა გამვლელი ამტვრევს, 
და განახვავებით, მათი ძალისგან, 
შენ აქ გაფრენა არ შეგიძლია. 

გამომშრალ ფურცლებს
მელნის სუნი სდით, 
შენი ცხოვრება კალმით მოლოკე
და ერთადერთი, რაშიც ბრალს გდებენ, 
ის ამბოხია, რომ არ მოთოკე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი