შენი პოეზია დავიჩემე


შენი პოეზია დავიჩემე,
შენი ტალღები და სიხუჭუჭე,
შენმა ეგომ თავი გამატანა
და ამ ღამემ ჩვენთვის დააბნელა.
შენში სულ სხვა გრძნობა აღმოცენდა,
სადღაც მარჯვნივ, თანავარსკვლავედი. 
ჩემი სიამაყე გასხვაფერდა,
გამთენიისას რომ გამახსენდი..
მერე იყო დიდი განთიადი,
ცამ რომ ვარსკვლავები აიჭორფლა,
მერცხლის მოსვლა, ანუ გაზაფხული,
და რომ ტყეებია გაკაფული. 
მერე ზაფხული და
თუთის ხეებია
შენი ეგო ჩემს სულს შეერია, 
ცა კვალვ ვარსკვალვებს დაემონა
(თავს რომ მაყვარებდი, რა გეგონა). 
შენი პოეზია დავიჩემე
შენმა თვალთმაქცობამ გამიტაცა, 
ვეღარ შევამჩნიე, ღრმად შევტოპეთ, 
შენ კი ისევ სხვა გზა აირჩიე. 
ასე შემიყვარდი განთიადზე, 
შუაღამეგასულ ლექსის წერით. 
შენი პოეზია დავიჩემე, 
შენი ტალღები და სიხუჭუჭე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი