ზეცის ხმა
ზეცის ხმა ტროტუარზე შეჩერდება, ჩაყლაპავს ამონასუნთქს მისტერია ბრმათა ჯგრო სინათლისკენ გზას მიჩვენებს, ბავშვები ისევ ქუჩას უთენებენ.. "თქვენ რაღა დაგმართნიათ"- ლამპიონებს შევძლებ დავუყვირო აივნიდან. ის კი მიდის, ქუჩას მიუყვება. ღმერთივით მარტო და მიამიტი. აქეთ მიტოვება მოიზამთრებს, ქუჩა ძველ სიმღერებს ახროტინებს, მათი ნაფეხური ამ ქუჩაზე დღემდე ყოველ ღამე ისადგურებს. ქუჩის კუთხეებში სიგარეტებს, ბავშვებს გულმოდგინედ უნახავენ. გულის ჯიბეებში იტენიან, სამჯერ ამონასუნთქ ცხელ ნაფაზებს. ამტვრევს გრიგალები კათარზისებს, ხალხით გატენილი ქუჩებია. უსახლკაროები ბულგაკოვებს ხან კი ესენინს კითხულობენ. ან შენ როგორ შეძლებ არ აყვირდე, სისხლმა არ გაჟონოს ძარღვებიდან, და გთხოვ აარიდე შენი წილი ცოდვა ამ ქალაქის ტრუტოუარებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი