როცა გარეთ წვიმს


როცა ჩემს ტანსაცმელს შენი სუნი უდის
და
როცა გარეთ წვიმს.

მე
ვწვები და ვკითხულობ ამბებს,
რომელიც ერთად გამოვიგონეთ.
მტვრიან კომოდზე ვაწყობ სურვილებს,
და მახსენდება
სულის სიღრმიდან გადმოდებული, პირველი ხელშესახები სურვილი. 
ვკეცავ ყველა შენს მოლოდინს
და ლოგინის ქვეშ ვმალავ,
რომ აღარასდროს გამახსენდეს რა ფერი იყო ცა იმ საღამოს.
რომ აღარასდროს გამახსენდეს, ჩემი წარსული. 
რომ აღარასდროს გამახსენონ შენი ხმის სუნთქვა, 
როცა მათ უჭირთ.
როცა უჭირთ და ახსენდებათ,
რომ ისინიც ვიღაცას უყვარს.
რომ ხდება ხოლმე,
ლოდინებსაც ისისხლხორცებენ.
რომ ხდება ხოლმე, ჩვენი ლოდინი ჩვენთან ერთად ჭაღარავდება. 

გუშინ, საღამოს, ჩემს კაბაზე ყვავილები გაცოცხლდნენ
და დაუფიქრებლად ალაპარაკდნენ
რომ რა რთულია,
კაბით გაზაფხულს ატარებდე,
თვალებში კი სულ ერთი და იგივე შემდოგომა გედგას. 

როცა ჩემს ტანსაცმელს შენი სუნი უდის
და
როცა გარეთ წვიმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი