Grief ( კოლაბორაცია....Maria & luggage boy)


1. OhMyFuckingGod

ქუჩის ძაღლები ყმუიან,
ყეფენ...
დღეს დაღამდა ადრე
და მეც, სიკვდილი მიადრებს
უშენოდ ვაფრენ...
                            უშენოდ ვაფრენ...
...(მე ჯერ
სიკვდილი 
მიადრებს...
მაგრამ
რა ვუყო
ამ იარებს...?)...
წუხელ ადრე დაღამდა
შენთან სახლში
სისხლივით დარბიხარ
ჩემს სისხლძარღვებში...

***
....და ვგრძნობ მე შენს თავს 
ჩემს ვენებში....

მერე მახსენდება, 
რომ ბანათ დახურულ სახლში 
ჩვენ ვართ ორნი... - 
ვართ ორნი..
და ვართ მარტონი..  
რაღაც მაწუხებს, მაგრამ ვერ ვხვდები, 
თუმცა ვხვდები, რომ ვაფრენ..

..ვაფრენ...

იცი ?..უშენოდ ვაფრენ.

გარეთ ქუჩის ძაღლებს სტკივათ
როგორც მე ყოველღამით..
სტკივათ და ვგრძნობ მე შენს თავს ამ ღამით..

      ვაფრენ...
      ვაფრენ...

"მერე კი დამდევ...
როგორც აჩრდილი პატრონს".


7 იანვარი, 2024წ.

luggage boy & maria


2. drowning with flowers

ვკარგავ თავს და ვადგამ ნაბიჯს...

ფეხს ვადგამ და ვნამავ

ცრემლებით ჩემით...

მერე კი ვიძირები და ვამბობ:
გთხოვ, დღეს ნუ და-მა-ხრჩობ...

***

მოდიან ყვავილებით...
მოდიან თაიგულებით...
მოდიან, ამბობენ:
არა, არ შეუნდობს ღმერთი...

შენც მოხვალ კარგო, ვიცი,
მაგრამ, არა,
არა, არ გინდა,
არა...
ნუ
შეწუხდები...

რამეს ვამბობ,
და
მაინც გემუნჯები.


7 იანვარი, 2024წ.

maria & luggage boy

3. deadmen under the bridge 

ვიხრები და ვეხები მე მის სხეულს
ვგრძნობ მის სიცივეს 
და ერთიანად ვინთები...
ვბრაზდები...
ვიშლი...

ვბრაზდები 
და ვყვირი: "შენი ბრალია, იცი?"
მერე ვაფარებ ჩემს ჟაკეტს და ვტირი...
მახრჩობს სიბრაზე და ვიწვი.

***

მე ვიწვი,
როგორც კანდელი ბნელ ტაძარში,
არ მბეზრდება შენს თმებზე თამაში.

ბრუნდები სახლში,
კიკინებს იშლი...
ჩვენ დავიხრჩობით სიჩუმის ზღვაში,
თუ რომელიმე ბაგეებს დაძრავს
და რამეს იტყვის.


7 იანვარი 2024წ.
Maria & luggage boy.

4. Sangai dance on a ship 

თეთრი გვამივით ვწევარ
მის ბრტყელ სხეულზე
და გარინდული ვკითხულობ გრანელს...
ის თვალს აპარებს,
იშლის წაბლისფერ დალალებს,
მკვდარივით თეთრ, ცივ თვალებზე
მაფარებს...
არცერთ პეიზაჟს მანახებს...
აისსაც, მერე დაისსაც ასწრებს...

***

სიგარეტს უკიდებს და მერე მიყურებს,
ხელს ჩამკიდებს 
და მატარებს აქეთ-იქით,
მანახებს აისსაც 
და ხანდახან დაისსაც ასწრებს.
ისევ იწნის დალალებს,
სულ უნდა, რომ ამტკიცოს, 
რომ შეიგრძნო და ხალისობს.

შტორმს ერთად გავყურებთ და ვფიქრობ,
დროც მალე მოგვიღებს ბოლოს
და სახეს აგვარიდებს.

მერე კი ერთად ვცეკვავთ sangai დანსებს.

8 იანვარი, 2024წ.luggage boy & maria.

5. C'est la vie

სანთელს ვაქრობ და გავყურებ არემარეს,
მერე სახეში მანათებ 
ავისმომასწავებელ თვალებს,
ალაგებ ბარგს 
და მადარებ ჩვენ ძველ სახლს,
მოძრაობ არადამაჯერებლად და იღებ 
ახალ გადაწყვეტილებებს... - 

საიდუმლოებების..
ამბების..
წინააღმდეგობების - წამებს.

***

ამ არემარეს,
ამ სიძველისგან ჩაყვითლებულ,
ნესტიან პალატას 
ხანდახან ვერ ვიტან...
ხანდახან შენს წასვლას ვიხსენებ,
ცარიელ ეზოს ვუყურებ 
ჩატეხილი ფანჯრიდან...
ხანდახან
მე თვითონ ვხტები 
ჩატეხილი ფანჯრიდან...
წასვლას
მაინც
ვერ 
ვრისკავ,
თან
ვეღარაფერს
და ვეღარავის ვიტან...


10 იანვარი, 2024წ.

maria & luggage boy

6. self-blame

სინანულის გრძნობით დავდივარ და - 
ვიყურები დაზაფრული...

გაბზარული...
დაქანცული...
ფერწასული... 
                          
ხმებს ვისმენ სიგნალების... და 
სიგარეტის ცეცხლს ვუყურებ, 
ბოლო ღერის - 
მერე ტკივილს ვუძლებ მონატრების...

ხმაურში...
ქაოსში...
სიყალბეში... 
                             
სასმელს ვისხავ პატიების...
იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს,
ვნატრობ მის თვალებს,და ვერ ვასრულებ დანაპირებს.

მარადისობაში...
წუთისოფელში.... 

                             დატანჯული...

***

გული სწრაფად ცემს,
უფრო და უფრო სწრაფად,
უფრო და უფრო სწრაფად...
მერე
ჩემი კისერი სკამის სახელურზე 
დიაგონალურად ეცემა...
კვდება ყველა...
მაგრამ არა შენდამი მზერა...
ვერ გადაგეჩვიე,
ვერა...


12 იანვარი, 2024წ.

maria and luggage boy

7. Mondays

თეთრი ფურცელივით
ვწევარ,
იმის მოლოდინში,
რომ სწორი, ცისფერი ხაზებით შემავსებ...
ვითვლი,
ვაგროვებ,
სარეცხ თოკებზე ვფენ
სიძველისგან სველ,
ნაცრისფერ დღეებს...
როგორც იმ ტანსაცმელს,
შენთან ერთად რომ მეცვა,
და რომ აღარ მეტევა.
და მე
მეძახიან
მენაგვეს. 

***

მოგონებებს ვაგროვებ და ვერ ვაგდებ,
ვითვლი
ჯიბეში ვილაგებ
და არეულ გრძნობებს ვერ ვალაგებ....

იმ ტანსაცმელს ვერ ვყრი რომელსაც 
შენი სურნელი დაჰყვება
და 
მტკივა...

ამიერ დღიდან კი მონატრება უფრო 
ძლიერდება,
იმღვრევა,
იმსხვრევა...
და ვგრძნობ ტაღლებს... ავებს,შემზარავებს,
რომ ვეძახი aberriat-ებს.

და მე
მეძახიან
მე-ნაგვეს.


14 იანვარი, 2024წ.

luggage boy & maria
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი