უდაბნო ~ ფიქრები


ფიქრების წყება უდაბნოდ იქცა 
მიწამ საშიშად დაიწყო რხევა, 
ოდესმე იქნებ ისწავლო მართვა 
და აღარასდროს დაგჭირდეს რჩევა 
 
ოდესმე იქნებ ირწმუნო თავის, 
იქნებ ქარიშხალს უპოვო ბოლო, 
იქნებ ამბავი საოცარ ზღაპრის  
არასდროს იყო, 
არასდროს ჰპოვო 
 
მაგრამ რა,თუ შენ გიზიდავს შიში 
გიზიდავს დარდი, ტკივილი მძაფრი 
იქნებ მისთვის ხარრ შექმნილი თვითონ  
რომ დარდი ზიდო ? 
 
კითხვები ისევ, კითხვები თავში 
თავში უდაბნოს მტვრიანი ქვიშით,
ბურუსით სავსეს ისევ შეგიპყრობს 
წარსულის დღენი,სავსენი შიშით 
 
დაკარგულს მუდამ პოულობს ვიღაც 
დაწერილია, მრავალჯერ ითქვა  
უდაბნოს ხვიშას ეჩურჩულები, 
იქნებ გამიგო,მომიყვე ვინ თქვა? 
 
 
იმედის მარცვალს ებღაუჭები 
თუ დანებდები დაკარგავ დიდ შანსს, 
ახლა კი შენს თავს ეჩურჩულები 
სახიფათოა, ნუფიქრობ დიდხანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ნინიკო ბერიძემოსწავლე3 წლის წინ

❤❤❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი