იასამნები
მომაგონდება: გაზაფხული და იმერეთი, იასამნებში ხუთფურცლიან გვირგვინს ვეძებდი. თუ ვიპოვიდი, ო, როგორი გულით ვხარობდი იმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი, იმ სამყაროთი. `ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)... რა შეედრება იმ საოცარი `აღმოჩენის ბედნიერებას!” ...შორეულიდან წლები, წლები, წლები გასულა... აღარც მახსოვდა _ მომაგონა ამ გაზაფხულმა, როდესაც ისევ, ჩვეულებრივ, დროის განგებით, კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთან იასამნები. საოცრებაა, მოგონებას რა შეუძლია! შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, _ კვლავ ხუთფურცლიანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი