საპოვნელა
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად. პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან "საპოვნელას". შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე. თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს, ბედს დაეძებს თუ დანაკარგს _ რამე ნივთებს, ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!" მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე, ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა. ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი