წერწთლის ქალი
ქრება სიცოცხლე შორეულ ცის ქვეშ ზემოიმერელ წერეთლის ქალის... _ ო, შემახედეთ ქართული ცისთვის, შემომასხურეთ ყვირილას წყალი! რაო, მკურნალმა, _ სენს რა ჰქვიაო? ძალა წამერთვა, ვეღარ ვერევი... _ უბრალოდ... მხოლოდ... ნოსტალგიაო... _ მოურჩენელი, მოურჩენელი... სად აფრენილი ფრთას საით ვკეცავ, ჰეი, სად ვკვდები წერეთლის ქალი, წამით მაჩვენეთ ქართული ზეცა!.. შემომასხურეთ ყვირილას წყალი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი