გალაკტიონ ტაბიძე "როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი".
სურვილისამებრ შერჩეული ციტატები, მისი შემოქმედებიდან. "გათენებამდის ვწუხვარ ლიტერატურულ შხამით". "იყოს მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი - არასოდეს". "დრო, დრო აღნიშნე, მოაწერე ლექსს ეს წელიწადი, დღე და საათი". "უამიდობით თუ ამიდებით დიდება მერგო მე სხვაზე მეტი". "ოჰ, ვიცი: სიცივიდან ტერფამდე ვარ დიდება". "ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების. ვით გათენებას მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს". "მე, ის, დემონი, შენ, ჟრუანტელი ჩვენ სისხლით დავდეთ ხელშეკრულება". "ო, ეს წყეული სისხლის დუღილი! ძეგლთა სიმაღლით, სივრცეებში! მე იქ აღვაგე სულის წუხილი". "რომ ოცნებები ცეცხლით გალესო სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო". "მაგრამ გული, ისე როგორც წინათ ქცეულია ფოლადად და რკინად". "ყველაფერს ირგვლივ რაც კი რამ გერტყა შენ დასცინოდი მშვიდი გულგრილი". "დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი!" "სალამი მსუბუქ ქნარს, სალამი ცინერარს!" "მიყვარდა ყოფნა ქიმიურ საგნების მახლობლად, სადაც ბორგავდა გაზი და ყველაფერი მზად იყო აფეთქებისთვის". "მაგრამ გახედავ ყრუ დედამიწას და მოიგონებ შენ შენს სატანას". "ცაზე ანათებს მარსი და ქვეყანაზე ბნელა". "არ არის ღამე დედამიწაზე, როდესაც მთვარე ანათებს დღისით". "შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ, საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ". "დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე". "წამების ცეცხლში განახლდა გული, ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე". "ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!". "და ეს სახელი დაწვავს ზეცის მიბნედილ თვალებს..." "ო, რა მწუხარე ღამე იქნება, ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი". "მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... " "შენ თუ მოელი ჩემგან ცრემლებს, არ არის ცრემლი!" "ოცნება იყო... და სინამდვილემ ესეც წამართვა, ესეც შეშურდა". "ვიტანჯებოდი, მაგრამ ამ ტანჯვით გულის სიღრმეში მევე ვტკბებოდი". "შემდეგ ახდენილს სინამდვილეში მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს". "მსურს არ დამსდევდეს იდუმალი სახე მხილების და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი". "მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა..." "რა უქმად ჩანდნენ ყოფნის დღეები, რა ფუჭი იყო კაცთა დიდება". "როცა უცხო ხარ მთელი სოფლისთვის და უცხო არის შენთვის სოფელი". "იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ". "შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი? რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!" "შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს, შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს". "დამშვიდდი, გულო, შეგიყვარდება ვინმე ამ ქვეყნად... დამშვიდდი, გულო!" "იქ ცურავს მთვარე, ცურავს მუქ ცაზე, ვით ოკეანის სივრცეზე ნავი". "როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები". "თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა". "ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი - რომელი საათია, რომელი საათია?" "მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით". "ამ სიცივეში მყავს დამარხული ზამთარი ცივი და ნაზავთარი". "საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, საღამო ნელდება და კვდება ვარდები..." "ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ, რამდენია, რამდენია ასეთი რამე!" "პოეტი ბრბოში, სულ ერთია, ვიქნები ზრდილი, მსუბუქ მანდილით..." "დაიმსხვრა სადღაც იმედები და ხომალდები, შთაინთქენ მაღალ კუბოებში ცის კიდეები". "დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ქაოსი!" "კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება, ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი". "მეფინება წვიმა ნელი და დემონის მწუხარება". "რაღაც უღრუბლად გატაცებით და ყელმოღერებით მოდის სიმშვიდე და ძლიერება". "დამვიწყებია მოწამლვა შხამით მაგრამ კივილში გამღვიძებია". " ოჰ, როგორ მღუპავს გრძნობა - ჩემი მოსისხლე მტერი!" "ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზე ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?" "მე მტერს იმავე ხმით ვემუქრები, რომ მოვა ჩემთან მონანიებით". "არავის ქვეყნად მე არ ვცემ თაყვანს, მაგრამ ერთია ორივე ჩრდილი, თუ ანგელოსი გირწევდა აკვანს შემდეგ დემონად მოვა სიკვდილი". "ვით წერილები არანორმალური ადამიანის ორხიდეებზე უტკბოესია". "შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლიციფერს, ჩვენს სულში ავობით მძვინვარეს". "და სამარესთან ვინც კრძალვით მოვა, იქნება ლანდი ლიციფერის". "სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახის ჩემი დემონი". "და სულში ზრდიდა სუსხიან ყვავილს, აღსავსეს შხამით აღსავსეს სისხლით". "გამორიყული დამხჩვალებით სუნთქავს ნაპირი ცოცხალი წარღვნის უდარდელად გარდამომშვები". "დაპირებები ვერ აუსრულები ის გრიგალს ელის". "მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი "დალანდი" როგორც ნარცისი თავის ლანდზე შეყვარებული". "და დახარხარებს შენს ნანგრევებს: ცეცხლი, მახვილი... ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი". "კარგია თოვლი, კარგია წვიმა, მაგრამ უცნობო, შენ რა დაგარქვა?" "ცას სისხლისფერი მოედო ლუქი, გრიალებს ქარი". "წამომყვა ზვირთის მშფოთვარება და მზეთა დნობა, თავს არასდროს ისე არ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები". "ჩვენ გავიარეთ ლაბირინთები და ქაოსიდან გზაზე გავედით". "ქარიშხლის შემდეგ დუმს იგი მხარე და უსაზღვრობა მე შევიყვარე". "ხან კი ძვალ-რბილი გაუჯდება ქარი და ყინვა დგას ხან სიცხადე, ხან მოლანდება". "- მე ავად არა ვარ! ვინ მოვა მსაჯულად? არავინ!" "ვაჟი, რომელიც ღვინოს სვამს თასით, თასი კი ელავს საწამლავებით". "კუბო მიჰქონდათ, არავინ არ ჩანდა და არ ტიროდა არც ერთი ქალი". "დამშვიდდი, ზღვაო, იყავი წყნარად, გადაქცეულო ლილიან ქარად". "ვინ გაბედა ჩვენზე სიტყვა მეტი? შემახედეთ კიდევ იმათ სახეს". "ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი, მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი". "სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო". "მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები". "გადია, მე ხომ ღამის ლანდები მიგვიანებენ საყვარელ ნდომას". "ძველი წიგნების გვერდებს არეულს სდევს მხოლოდ წყევლა და შეჩვენება". "ქვეყნად ყოველი დღე სიზმარია და სინამდვილეც მიჰყვება სიზმარს". "მასში იდუმალ ძალით სძინავს ახალ ქაოსებს იგი ღელვაა, დაფარული უჩინარ ცეცხლის". "გაისმის, როგორც მოგონების შეშლილი ბოდვა, დაცინვა, წყრომა და ირონია". "ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია, ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები". "თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხია გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია". "ფიქრები ქარის ქვითინში კვდება ფიქრები კვდება ნისლში და ქარში". "მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს... ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო". "მე პირველი მახსოვს შენი ნახვა, გაოცება, მშვენიერი ზრახვა". "მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა". "მიწერ-მოწერა ძველი და უბედური წამი". "წყვდიად დუმილის სამოსელში ფიქრების შვავით ივსება გული საშინელებით". "აქ წარსულშიაც და მომავალშიც შეჩერდებიან საუკუნენი". "და მეძახიან მშვიდ სამეფოში მთები, სიზმრები და წინაპრები". "იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს". "მაგრამ მე სულ სხვა შთავისუნთქე ხალისით ზეცა ვარდის ღრუბლებად სივრცეზე რომ გადაილეწა". "ცეცხლთან ღვინის სმა და დაფიქრება რომ გულში ცეცხლი არ გამიქრება". "ამ ჭრილობისგან ყველამ იცის სიცოცხლის ფასი... შეხედეთ თვალებს, შეხედეთ სახეს!" "ო, დამიბრუნე მე ჩემი გული, მშფოთვარე ქარო". "უცებ... მახლობლად დაჭრილი ნუკრის მოგვესმა კვნესა და ჩვენ ვტიროდით". "განწირულებას არ მისცე თავი არ მოიზიდო ცრემლების თოვა". "აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის". "თუ დღეს რამ არის გაუგებარი ხვალ ნათელივით იქნება ცხადი". "ჩქარა დაეშვი ბინდო, ფიქრი მომეცი წმინდა". "მუხლი პატარა ბავშვის ეხლა მგლისაა მუხლი!" "რა გამოიტანს ეხლა რაც სამუდამოდ გიზის ინტელიგენტის გულში შეჭრილ შხამიან სინდისს?" "შენ ფოლადივით ცივი თვალებით უცქერ განვლილ გზას და არ ემდური". "რომ სხვაგვარად ქუხს მსოფლიო ორკესტრი სხვაგვარია დირიჟორი - სატანა!" "მზე გავცვალო? მაგრამ ვისში? არა! არა! არა!..." "რომ საბოლოოდ მოხდა გათიშვა სინამდვილეს და ოცნებას შორის". "გულში კვლავ ჰყვავის ია და ვარდი მე კი ქარიშხალს არ ვერიდები..." "შენ ეკითხები საცოდავს: - რატომ? ის ცინიკურად: - ისე, იმიტომ!" "ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს როცა გაიგებს სიკვდილის ხველას". "სმენას იზიდავს, ისევ კათედრა მაგრამ წელს ბევრი აკლია მერხებს". "დაე მოვარდეს სეტყვათა ღვარი და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს". "ჩანდი, ჩანხარ და უფრო დაჩნდები ქვათა მშვენიერ ხმებში, აჭარა!" "ძარღვებში სისხლის წვეთი ყოველი იმ სიმფონიის ვერდამტოველი გრიგალს სწყურობდა". "მე დაფიქრებულს, ვინ უწყს, რა წვაში მღელვარე ღამე იქ მითევია..." "ვინც ცხოვრება ზღვას შეადარა მან განირიდა სიტყვა 'საბრალო' ". "დგახარ სცენაზე, რა პოეტი ხარ ტაშისცემისთვის თუ იღრიჭები და იმანჭები!" "სძულდა ქვეყნიური გზა და მქუხარება მისი სული იყო უღმრთო მწუხარება". "ტბა შრიალებდა როგორც შოპენის მთვარიან ნისლში შესული ვალსი". "უშუქოდ, ყოველ მიზანს გარეშე ხეტიალობდა ვარსკვლავთა გუნდი". "ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?" "საშინელება, სიბნელე, გესლი დემონიური ცეცხლის პროფილი". "ვარსკვლავნი დასხდნენ შორი მთების კიდით-კიდესა თავისუფლების სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით მკერდით". "ეს იყო მზერა, ვით ბედისწერა, ეს იყო ცქერა ჯოჯოხეთთ ფსკერთა". "მე გამიტაცეს სევდიან ხმებმა მე პოეზიის, ბნელი სატანა!" "ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით". "როსმე მჩქეფარე, ცხელი გაყინულია სისხლი, თვალთაც არა აქვთ ცრემლი გულს - შებრალება სხვისი". "ნახვამდის, ო, ღვინოვ, სალამი სიფხიზლევ!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი