გალაკტიონ ტაბიძე ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში''


გალაკტიონ ტაბიძე თავის ლექსში ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში'' გადმოგვცემს მისი ცხოვრების გზას, რომელსაც ,,შორეულ ცის სილაჟვარდეს'' უწოდებს და ადარებს ვარდს ნაწვიმარ სილაში. პოეტი დაღლილია ,,წამებულ სახით!''  მისი აზრით, შეიძლება არ გათენდეს, რადგან განვლილი გზა ბნელი იყო, რომელმაც იცოდა მისი ტანჯვა. ამიტომ იგი, ღვთისმშობელს აყვედრის საკუთარ ტრაგიკულობას და ამბობს: ,,განსასვენებელ ზიარებაზე 
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!''
მისი თვალები სავსეა ,,ცრემლთა შურისძიებით'' ანუ უბედურებით გამოწვეული შურისძიების განცდით. მის უმძიმეს სულიერ მდგომარეობას წერს და ამბობს: ,,სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა''.
ასევე, ერთ_ერთ მონაკვეთში გამოხატულია ავტორის ჯოჯოხეთისმიერი განცდა, რომელიც ისევე ყოვლისმომცველია, როგორც დანტე ალიგიერის სამოთხისმიერი განცდა.  მას ეშინია, რომ ბოლო ჟამს არ იყოს ღვთისმშობლის მიერ დავიწყებული, თუმცა ,,სწრაფი ცხენების'' იმედი აქვს, რომლებიც, იმ წარმოსახული ძალის სიმბოლოა, რომელსაც სულები იმქვეყნად გადაჰყავს. იგი სამარეში ჩასვენებისას ისეთივე იქნება  როგორიც იყო ,,ღამენათევი და ნამთვრალევი''
რაც შეეხება, ნაწვიმარ სილაში ვარდი, არის გაუხეშებულ გარემოში მოხვედრილი მშვენიერების სიმბოლო. მშვენიერება თავად ავტორია ,,რომ მეფე ვარ და მგოსანი'' ხოლო, გაუხეშებული გარემო მისი ცხოვრების გზა ,,ბედით დაწყევლილი'' 
ლექსის საერთო სულისკვეტება არის კრიტიკული, სადაც ავტორი კითხვებზე პასუხს ეძებს: ,,სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?''
ციცატებში: ,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!'', ,,სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა'' გამოხატულია ავტორის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ღვთისმშობლის მიმართ, რომ ის, მას მზეს უწოდებს და სიკვდილის არ ეშინია.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის, ლექსის მთავარი სათქმელი, ავტორის გულწრფელი დამოკიდებულება ღვთისმშობლის მიმართ, რაზეც მეტყველებს, მისი ემოციები, განცდები და რელიგიასთან მტკიცე კავშირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი