ალექსანდრე ჭავჭავაძე ,,ვაჰ დრონი, დრონი''


,,ვაჰ დრონი, დრონი'' სამშობლოს სიყვარულზეა, პოეტის ნოსტალგია თავისუფალი და გამთლიანებული საქართველოსი, ყოველ ტაეპში იგრძნობა. თუმცა, ნოსტალგიასთან ერთად აქ ერთმანეთში არეულია უიმედობა და სულიერი კრიზისი ადამიანის, რომელმაც ცხოვრების ნახევარი სამშობლოსგან მოშორებით და გადასახლებაში გაატარა. უიმედო, სასოწარკვეთილ განწყობას ლექსში, თვითონვე ებრძვის პოეტი, რადგან მისთვის იმედის არქონა, ცხოვრების აზრის დაკარგვას ნიშნავს და რომელსაც, სიკვდილი ურჩევნია ,,უსასოდ ყოფას, სჯობს ყოფა მკვდარად''.
წარსულს უპირისპირებს აწმყოს და ჟამთა სვლის მიუხედავად ცდილობს დაიბრუნოს იმედი, რაც მას იხსნის პიროვნული ცვლილებისგან. პირადი და ეროვნული ტრაგედიები გადახლართულია ლექსში, რადგან დამოუკიდებლობის დაკარგვამ გამოიწვია ის უბედურებები რაც თავს დაატყდა, არამარტო ალექსანდრე ჭავჭავაძეს, არამედ ყველა ქართველს. თუმცა სიმძაფრე ამ უბედურებისა როგორც 1804  წლის აჯანყების მონაწილემ, უფრო მწარედ იგემა. პატიმრობა, გადასახლება 18 წლის ასაკში დიდი დარტყმა იქნებოდა. სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანი ხშირად კარგავს თავის ფესვებს და ეგუება, ასევე უბედობას ეჩვევა, ამ დროს ჰკარგავენ რწმენას, თუმცა პოეტი ყოველი სტრიქონის ბოლოს გვიმეორებს რომ ის არ შეცვლილა, არ შეგუებია სამშობლოს და თავის უბედობას.
,,არ ვსდევ ჟამთა ცვლას, 
მე იგივე ვარ მარად და მარად!''
ლექსში გვხდება ეპითეტები, ასევე რიტორიკული შეკითხვა, სტრიქონის ბოლოს კი რეფრინები, რომელიც პოეტის პირადი გრძნობების გადმოსაცემადაა გამოყენებული, რაც უფრო ამძაფრებს შთაბეჭდილებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი