ბის!


მიდიხარ თეატრში, ერთი მიზეზით,
რომ აჟურული ნახო ყველანი.
და უცებ გესმის უვერტიურა,
რასაც, თან ახლავს არპეჯო_დეკრეშენდო.
ახლოა შენობა და ხალხის გრიმასა,
შედიხარ დარბაზში, პარტერი ივსება,
ექოა დებოშის და პათეტიკური.
იქვე კუთხეში, კაპელდინერი
დაღლილი სახით, დონკიხოტია.
ჩნდება გეიშა და იწყება მიმიკის გრიმი.
სკეპტიკოსს, უკვე სჯერა უტოპია,
,,არდაწყებული’’ წარმოდგენა, დასრულდა.
ბის! აპლოდისმენტები, სარკაზმით გაისმის.
ახლა ჟონგლიორივით, 
გაქვს რევანშის სურვილი.
მიდიხარ, ესკალატორი გიცქერს
და მოძრაობით 
გიყვება წარსულის შესახებ 
რომ ის დაბერდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი