ვოიაჟი


ხედავ აბრაზია, როგორ ჰგავს ჰიდრემიას,
თითქოს, განდეგილი შორს იყურები,
ჰორიზონტს მიღმა, სადაც ბენთალია,
განგლიონები, კი ჰიპნუმის მსგავსად,
იწყებენ დაშლას, ამ დროს ფიქრები,
ალბატროსივით სადღაც მიფრინავს,
როდესაც, გარეთ შტილია, შკვალი გებრძვის 
ანუ, ნიქსები ცდილობენ სულის წართმევას,
მოსჩანს ბალასტი, იქვე აგრესორის 
ისმის 'აბრაკადაბრა' რასაც თან ახლავს
ჰომეროსული სიცილი,
გრიმიორი, კი გრიმზე ოცნებობს, 
უნდა დროებით შიკი იხილოს,
ვიოლინისტი, საკუთარ თავთან დუელისტია
იწყება ალბა და  ვოიაჟი ასე გრძელდება, 
დრო, როგორც ყოველთვის ანდანტე_ანდანტინოა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი