ელეგია


იქ სადაც, შენ ხარ
სხეულის ნამსხვრევებია
ანუ მტვერიან ოთახში.
იქვე კუთხეში, აბლაბუდაა
ნერვული სისტემის მსგავსი,
ძველი კედლები, მძიმე ფერებით,
ნესტს სუნთქავს, ისევე როგორც თვალები...
მაშინ, როდესაც ტკივილს ითმენენ.
როცა გეძინა, მშვიდად იყავი,
რადგან დროებით სპეკტაკლი დატოვე,
თუმცა, ნაივი ჰაერივით სისხლი ამოძრავდა, 
და დღესაც სიგიჟე მწარედ გაშინებს,
თვალებს რომლებიც
შიშით ცხოვრებას, ვეღარ მალავენ
ახელ და ხელახლა კვდები 
ჩაფიქრებული უყურებ ობობას ქსელს,
რომელიც წარსულს გახსენებს,
გინდა მოიშორო მაგრამ რთულია,
და როგორც მკვდარი ისე მიდიხარ
იქ სადაც ''ნეკროლატრია''
და ვაგანტების ხმაური ისმის,
ნორნი, უკვე წლებია დაკარგე 
და იმედი გაქვს ასკლეპიოსის
როგორც ამ კედლებს ბედნიერების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი