ალუდა ქეთელაურს


უკვე მერამდენედ, ნოემბერს სული აღარ უდგას, 
ივნისიც ნანობს რომ ყველა მოგვკლა,
ხეებს ჩურჩული აღარ შეეძლოთ,
ახლა კი დუშეთის მთებზე, ქართან ერთად,
უშენობას მწარედ მოთქვამენ, 
და თან კვდებიან (უკვე მერამდენედ)
მაშინ როდესაც აღარ თენდება.
ღრუბლები, ფანდურის სიმებივით, გელოდება
ამ დროს, წვიმის წვეთები ანუ შენი თითები
მზად არიან ისევ დაუკრან,
ჭექა_ქუხილი შენი ხმა არის,
რომ გაგვაგონოს ,,მოვალ როდისმე!''
არეულია ეს საღამო აზრებთან ერთად,
არ გათენება კი არა და არ დაბრუნება მაშინებს,
ვწერ და ,,მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმის''.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი