განდეგილი


(Requiem æternam dona eis...)

- თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ეს ამბავი იცის, წლების წინ მომხდარის შესახებ.

მონადირე იყო, რომლის სახე, პატარა ბილიკებით, მთას ჰგავდა, რომელზეც მრავალ ქარტეხილს გადაევლო.

- უკაცრავად!

- მშვიდად ბატონო, ფრინველს დააფრთხობთ.

- კი, მაგრამ?

- ეს ფრინველი, ადამიანივით, მსწრაფველი არსებაა. რომელსაც, წარსული და აწმყო აქვს, იქნებ მომავალიც. მასში თავისუფლება ფრენაში კი არ არის, არამედ რწმენაში.

ამ სიტყვების შემდეგ, ტყვიამ იფეთქა, რასაც თან ახლდა გაღიმებული კაცის პორტრეტი.

- მე ვუყურებდი მონადირეს, რომელიც იდგა და თითქოს, ბობოქარი ნაბიჯებით სადღაც გარბოდა. მისი თვალები, სევდით დაღლილი, მიწიერ და ზეციურ სამყაროს შორის იმსხვრეოდა. მაშინ, მან ჩაილუღლუღა რომ ეს იყო ,,უსამართლობაში დაბადება და სიკვდილი გადარჩენისთვის''.

- აღარავის უნახავს?

- მას შემდეგ, არავის, თქვენს გარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი