გალაკტიონ ტაბიძე - "ისეთ ნაირად გაჰქრა
ისეთ ნაირად გაჰქრა ეს შემოდგომა ქარვის, რომ ერთი გაღიმებაც არ მოუცია არვის. მაგრამ, ასი წლის შემდეგ, შენ გამამართლებ, არა? მადლობელი ვარ მაინც, ჩემთვის ეს გრძნობაც კმარა. თორემ რას ვგავდით გუშინ ან მე, ანუ შენ, ან ის? რისთვის გვწყუროდა ყველას გულში ჩაგება დანის? ნამეტანია! საით? იქ შენ არავინ გელის, ნუ გეჩქარება ნახვა იმ უდაბური ველის. ასეთ ნაირად გაჰქრა ეს შემოდგომა ქარვის, მაგრამ ასი წლის შემდეგ ის არ დაგვტოვებს არვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი