"მოგონებები"


თუ გეტირება, იტირე ძლიერ,
მდინარეები,ზღვები ადიდდეს!
ცრემლით ფიქრები ისე დაძლიე,
შენი გულის ხმა ღმერთთან ავიდეს.

სიცილი გინდა? იცინე ისე...
რომ ხარხარებდეს,ზეცაც და მიწაც,
გადაბჟირებულს, ყველად უკვირდეს!
ხომ არ გაგიჟდა ეს დედამიწა!?

სირბილი გინდა? გინდა გაიქცე!?
ირბინე ყველგან დალაშქრე ზვრები,
ოღონდ იცოდე, არსად წაიქცე
დაგეწევიან სირბილით სხვები.

ყვირილი გინდა? არ იგრძნო დაღლა!
ისე იყვირე, გადადგი მთები!
შენი ხმა ჭექდეს ისე ხმამაღლა
მაღლა არწივმაც გაშალოს ფრთები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი