"ბავშობის ბოლო წამები'❤️
თვრამეტი წელი თითქოს ერთ წამში მოვიდა. ჯერ კიდევ გუშინ ბავშვურად მიხაროდა პატარა გამარჯვებები—პირველი კარგად დაწერილი თხზულება, სცენაზე გასვლა, მეგობრებთან ერთად გატარებული დრო. ახლა კი, მოულოდნელად, სამყარო სხვანაირად დავინახე. თითქოს ყველაფერი უფრო სერიოზული გახდა. სარკეში ვუყურებ საკუთარ ანარეკლს და ვცდილობ, გავარკვიო, რამდენად შეიცვალა ეს გოგო, რომელსაც ბავშვობიდან ვცნობ........ სკოლის ბოლო წელი იყო ყველაზე უცნაური—ნაცნობი კედლები უკვე მომავლისკენ მკრავენ ხელს. მასწავლებლების ხმა თითქოს სხვანაირად მესმის: 'დრო მალე გავა, დააფასეთ!' მაგრამ ეს სიტყვები მხოლოდ ახლა იწყებს აზრის მიღებას. და რა მელოდება შემდეგ? მედიცინისკენ მიმავალი გზა, რომელიც ჯერ კიდევ შორეულ სიზმრად მეჩვენება? ბავშვობის მეგობრები, რომლებთანაც ცხოვრება უფრო და უფრო ნაკლებ დროს გვაძლევს? მაგრამ ყველაზე მეტად ერთ რამეს ვგრძნობ—პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გზა, რომელსაც ახლა ვირჩევ, მართლა მე მეკუთვნის.ზოგჯერ ვფიქრობ, რას ელოდება ადამიანი 18 წლიდან. ბავშვობაში მეგონა, რომ ამ ასაკში ყველაფერი გარკვეული მექნებოდა—ზუსტად მეცოდინებოდა, ვინ ვარ და რა მინდა. მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ, უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. სკოლა დასასრულს უახლოვდება, და ყოველი დღე თითქოს უფრო მეტად მძიმდება. ვზივარ კლასში და ვუსმენ მასწავლებლის მონოლოგს, მაგრამ გონებით სხვაგან ვარ—სადღაც მომავალში, სადაც უკვე სტუდენტი ვარ, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ოპერაციისთვის ვემზადები. ეს სურათი ნათლად მიდგას თვალწინ, მაგრამ გზა იქამდე ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ. რას იზამს ცხოვრება? ყველას თავის გზაზე გაგვიშვებს, და ალბათ ერთ დღეს ერთმანეთს შემთხვევით შევხვდებით ქალაქის ქუჩებში, ღიმილით მოვიკითხავთ, მაგრამ ის ბავშვური სიახლოვე, რაც ახლა გვაქვს, სხვა შეგრძნებებში გადაიზრდება. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება, ერთი რამ უცვლელი რჩება—ის, ვინც ვარ და ის, ვინც მინდა, რომ ვიყო. 18 წელი იმაზე მეტად არ ცვლის ადამიანს, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი დღე, მაგრამ სწორედ ეს დღეებია, რაც საბოლოოდ გვაყალიბებს...... კლასის ურთიერთობები ყველაზე უცნაური რამაა—ერთდროულად ძალიან ახლოს ვართ და ამავდროულად, თითქოს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვშორდებით. ზოგი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ზოგიც უფრო გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ახლა, როცა ბოლო წელია, ვხვდები, რამდენი რამ გვაკავშირებს. ხანდახან, გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, ვუყურებ, როგორ იცინიან ჩემი თანაკლასელები, როგორ კამათობენ უმნიშვნელო საკითხებზე, როგორ გეგმავენ ბოლო ზარისთვის რაღაც დაუვიწყარს. ადრე ეს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო, ახლა კი თითქოს თითოეულ მომენტს უფრო ვაფასებ.რა თქმა უნდა, კლასში ყოველთვის იყვნენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები—ზოგი ლიდერია, ზოგს სიჩუმე ურჩევნია, ზოგი სულ ხუმრობს, ზოგიც საკუთარი მიზნებითაა გართული. მაგრამ რაც უნდა განსხვავებულები ვიყოთ, მაინც გვაქვს საერთო მოგონებები—პირველი საგნობრივი გამოცდები, ერთად ნერვიულობა, საიდუმლო ჩანაწერები გაკვეთილებისას, ბოლო სკოლის ექსკურსია, სადაც ყველამ ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობა იყო ერთად. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დრო გავა და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, უკვე სრულიად განსხვავებულ ცხოვრებებში. ვინ იქნება ექიმი, ვინ ინჟინერი, ვინ მუსიკოსი, ვინ სულ სხვა სფეროს გაჰყვება? მაგრამ მაინც, არ მჯერა, რომ შეიძლება ისე დავივიწყოთ ერთმანეთი, თითქოს 12 წელი ერთად არ გაგვიტარებია. ახლა კი, როცა კლასის ბოლო თვეებს ვითვლი, მინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დავიტოვო—არა მხოლოდ სურათები და გამოსაშვები საღამოს კაბა, არამედ განცდა, რომ ეს წლები ფუჭად არ ყოფილა. რომ ერთმანეთი მართლა გვახსოვდეს და ოდესმე, წლების შემდეგ, როცა ბავშვობის მოგონებებს დავუბრუნდებით, ეს წუთებიც სიყვარულით გაგვახსენდეს.“**არის ერთი მომენტი როცა ყველას მხიარული სახე ჰქონდა, ზოგი უკვე კარებთან იდგა, მაგრამ ჩვენ, ხუთი ბავშვი, ადგილიდან არ ვიძვროდით. მშობლების რეაქცია უკვე წინასწარ ვიცოდით, და სკოლის გაცდენა უბრალოდ ზედმეტ რისკად მიგვაჩნდა. კი, თავისუფლების სურვილი გვქონდა, მაგრამ სახლში რომ მივსულიყავით, ‘თავისუფლება’ მაშინვე დასრულდებოდა. ამიტომ, ერთმანეთს გადავხედეთ და უთქმელად გადავწყვიტეთ—ვრჩებოდით. თავიდან თითქოს არაფერი, დანარჩენები გავაცილეთ და კლასში მარტო დავრჩით. თავიდან სასაცილოდ გვეჩვენებოდა ჩვენი ‘სიფრთხილე’, ვხუმრობდით იმაზე, როგორ შეგვეძლო მშობლებისგან უკვე ჩაწერილი ფრაზები სიტყვასიტყვით გაგვემეორებინა. მერე უბრალოდ გაჩუმებულები ვისხედით, არავინ იცოდა, რა უნდა გვექნა. და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერმა ცუდისკენ გადახრა თავიდან კლასში ნორმალური სიჩუმე იყო, მერე ნაბიჯების ხმა გავიგეთ დერეფანში. ინსტინქტურად ერთმანეთს გადავხედეთ. მასწავლებელი იყო!. არა, უფრო უარესი—დირექტორი! გაკვეთილზე რატომ არ ვიყავით? რატომ იყო კლასი ცარიელი? საიდან უნდა აგვეხსნა, რომ ‘ჩვენ არ წავსულვართ, იმიტომ რომ მშობლების რეაქცია ვიცოდით?’ ჩვენთვის ეს სრულიად ლოგიკური და მისაღები პასუხი იყო, მაგრამ დირექტორსთვის? დირექტორი შემოვიდა, ჯერ მხოლოდ ერთი შეხედვით გადაგვივლო, მერე გაკვირვებით გვკითხა: ‘აქ რას აკეთებთ?’ მაშინ მივხვდით, რომ რაც უნდა გვეთქვა, მაინც არასწორად მოგვეჩვენებოდა. ეს უკვე უბრალოდ გაკვეთილის გაცდენა აღარ იყო—ეს იყო ‘შატალო’, რომელშიც არ წავედით, მაგრამ მაინც მოვხვდით! ცოტა ხანში კლასელებიც დაბრუნდნენ, უკვე თავიანთი ისტორიებით დატვირთულები. მათ მხიარულება მოიტანეს, ჩვენ კი უკვე დირექტორის სიტყვებით გაჟღენთილი დაძაბულობა გვქონდა სახეზე. საბოლოოდ, ჩვენ გამოვედით ყველაზე ‘დაშავებულები’—არც შატალოზე ვიყავით და არც გაკვეთილზე, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც დაგვაკისრეს. და აი, ასე, ჩვენი ‘სიფრთხილე’ არც ისე ჭკვიანური გადაწყვეტილება აღმოჩნდა. თუმცა, წლების შემდეგ, როცა ამ დღეს გავიხსენებ, დარწმუნებული ვარ, სიცილით მომინდება თქმა: ‘აი, ასე გაფუჭდა ჩვენი შატალოს არმისვლის იდეალური გეგმა!**„ჩვენი ‘შატალო’ ისე არ შედგა, როგორც გვეგონა. არც სასწავლო საათების გაცდენა და არც თავისუფლება, რაზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ არ იყო ჩვენი გზა. მართალია, გარეთ წასვლა აღარ გამოგვივიდა, მაგრამ ვიღაცამ მაინც იგრძნო, რომ რაღაც უფრო ღირებული დამრჩა. იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ დრო თითქოს გაჩერდა. არ იყო სასწავლი წუთები , არც გეგმები, მხოლოდ დრო, რომელიც მთლიანად ჩვენთვის იყო. სიცილი, დაძაბულობა, რომელიც გვქონდა, და რაღაც ცნობა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ერთად ვიყავით.მაგრამ როცა დრო გავიდა, ამ ყველაფერმა თავისი ფასი მიიღო. ჩვენ ვახსოვდით, მაგრამ არ გვქონდა სხვა არჩევანი. ცხოვრება გრძელდება, ჩვენი გზები ჯიუტად ცვლის მიმართულებას, ჩვენ მივდივართ, ახალი გამოცდილებები გველოდება. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შატალო არც შედგა, ის დრო ჩვენთან დარჩა. რომ ვერ წავალთ ყოველთვის, სადაც გვსურს, მაგრამ სწორედ ეს არის გზა, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ შევძლებდით გადალახვას.“**
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი