არ აქვს სახელი
არარეალურ სიზმრად გიხილე, თვალით ვერ ვნახე მე შენი კანი, მაგრამ ვიგრძენი მისი შეხება, თუნდაც უგრძნობლად,ცივად და მალვით. მე როცა ვგრძნობდი შენს სულს ჩემსაში, სამყარო ჩემთვის სრულად ქრებოდა. ვფიქრობდი, ღმერთო თუ დამთავრდება არცერთი წამით გამხსენებოდა. გამხსენებოდა ის წუთიერი, რომელმაც გულში ჩამიდო სევდა. მინდოდა მეთქვა მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გულმა ეს ვერ გაგიბედა. გინდოდა წასვლა, ჩემგან შორს წასვლა. შორს სადაც ალბათ ზღვა ისევ ღელავს. შენ ვერ ბედავდი ჩემს დატოვებას, სადაც უშენოდ არავინ ელავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი