არც ამას აქვს
ფიქრებს ვუზიარებ მთვარეს და ღამეს. განა დამრჩა კიდევ სათქმელი რამე? სიზმრებში ვხედავ სულის სიმთვრალეს თვალს ვერ ვუსწორებ სიმართლეს მწარეს. თურმე ყველა სევდა დამვიწყებია, მაგრამ შიშები მაინც არ ქრებიან. ჩემი გრძნობები მასთან ჩნდებიან და სიყვარულით იტანჯებიან. მინდა დავსვა კითხვა: -რისთვის ვწერ? პასუხს სხვისგან ვერ გადავიწერ. რისთვის მოვედი, რას ველი, რატომ ჩამიქრა ნაკურთხი სანთელი? ახალ სიცოცხლეზე რომ ოცნებობენ თვითონ დაიბადნენ, მაინც ცხოველობენ. მადლიერებაა ცოტა მარტოოდენ ადამიანები რატომ გაბოროტდნენ? საკითხი ბევრია, კითხვები ვრცელია, ფიქრის მოქმედება საოცრად ნელია. ღმერთი მოწყალეა, ილია პირველია, ა თუ ეგ მეორეა, ვერ გამირკვევია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი