მიყვარხარ-მეთქი
თუკი უეცრად წამომცდება: მიყვარხარ-მეთქი — ნუ გაიოცებ. უეცრად კოცნას თუ მოგპარავ, ნუ დაიმორცხვებ. შენს სხეულს სურნელს თუ დავტყუებ — ნუ გეწყინება. შენ ჩემთვის გაჩნდი და ვერავინ შემეცილება. — არა, გეხუმრე, ნუ ბრაზდები, არ შეგეხები. ვიცი, სუსტი ხარ, შენ ვერ გაძლებ, შენ მომეხვევი. ახედე ღამეს, სამკაულებს, ცას რომ ჰკიდია. რასაც შენთან ვგრძნობ, ღამის ცაზე ბევრად დიდია“. 2002 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი