დედა


მოკლედ,კატებს ვაკვირდები ამ ბოლო დროს და ისეთი სხვაობაა სქესში ერთი სახეობის ცხოველია ორივეო ვერ იტყვი.დაკა-დაკა მაქვს ბიჭებთან ყოველდღე,ვინ ჰგონიათ თავი მართლა ვერ ამოვხსენი.თავის გოგოებთან კარგები არიან კი,მაგრამ ერთია,მიჩულიკა,იმან არც გოგო იცის,არც ბიჭი,არც ჩემი ძაღლი,არც მე,წელი სრულდება და ერთი თბილი სიტყვა არ დასცდენია არცერთთან ვირს.
ხოდა,გოგო იყო ერთი,სახელის დარქმევაც ვერ მოვასწარი ისე გაქრა სადღაც ბოლოს,შევატყე რომ გაიბერა და მერე მომადგა  გალეული და ნაომარი.მეთქი მიდი ქალო,გაძლიერებულ კვებაზე შვსვი.მადლობო,მეტყოდა და გაიქცეოდა.არცერთმა არ ვიცოდით სად ყავდა შვილები ან რას შვრებოდა საერთოდ იმდენ ხანს,რომ ბოლოს სულ გინებით ვაჭმევდი მახსოვს-ერთი მაინც როგორ ვერ გადაარჩინე შეჩემისავ მეთქი.
ერთ დილასაც ვზივარ ჩემ ძაღლთან და არ გამოჩნდა ეს გოგო სამი კნუტით,დაბანილებით,დავარცხნილებით,თითქმის თავის სიმაღლეებით,თან ისეთი სახით მოდიოდა თითქოს დიდი არც არაფერი გაუკეთებია-აი,ესენია გაიცანი,რა გაყვირებდაო.სირცხვილით სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი.
ასე იყო და ამის თქმა მინდოდა.და იმისიც,რომ სამივე  ალიკვალი მამამისია და იმედია ხასიათითაც არ დაემსგავსებიან იმ ვირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი