ერთი სულიერად ჯანმრთელი კაცის ამბავი


სულიერად ავადმყოფი იყო ადრე,ყველა უყვარდა,დედა, მამა,ცოლი,ჩვილები,დები,ნათესავებიც კი თავის სიდედრსიმამრიანად,ყველაში რაღაც ხელმოსაჭიდს ეძებდა და პოულობენ კიდეც მასეთები,იცით.ენა ჰქონდა ძირში ამოგლეჯილი,კოჭლობდა და გული მთლად დაფლეთილი.შშმ დაარქვეს და შრომისუუნარო ჩაუწერა ექიმმა საბუთში.უნდა დებულიყო რომელიმე განაპირა ოთახში კარტოფილის მეშოკივით და ეყლაპა წამლები.ოთხ წამალს სვამდა:ძილის,ანტიდეპრესანტს და დანარჩენები აღარ ვიცი.ყლაპავდა ესეც და იდო ლოჯში მამამისის ლოგინად ჩავარდნამდე და მისი საყვარელი ხალხის ერთმანეთის დარევამდე,არა თქვენი მოსავლელია არა თქვენიო.ამის შემყურე კარტოფილის ტომარამ ხელ-ფეხი გამოიბა,გადავიდა მამამისთან მე მოვუვლიო და სულიერად ჯანმრთელნიც დამშვიდდნენ.გადავიდა,გადასვამდა ძილის წამალს,სამ საათში მაღვიძარა აღვიძებდა,მიხედავდა და ასე დაუსრულებლად.წელიწადი გაგრძელდა და გაართვა თავი მაინც ყველაფერს.ექიმმა ჯერ ერთი წამალი მოუხსნა,ამას ვერ უნდა აკეთებდეს აშკარად უკეთესობისკენ მიდისო,მერე მეორეც,მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გაუკეთა იყო მისი ოჯახის წევრისთვის ნასროლი ვერმოთმეთმენილი სიტყვები:ამას თავად სჭირდება მოვლა,ნორმალურები თუ ხართ თქვენო.მოკლედ ერთ წელში მოკვდა ის,ვინც ბავშვობაში დააკოჭლა.ეჯდა ეს საწოლთან მარტოდმარტო,როცა ბოლოჯერ ამოისუნთქა და ექიმის სიტყვებზე ფიქრობდა.უკვე ზუსტად იცოდა,რომ არავინ ჩამოუჯდებოდა ასე სიკვდილის წინ,არც მანამდე,კაციშვილი.ხოდა,აი ამის მერე დაიწყო.დაიწყო მარა რა დაიწყო.ჯერ ისინი მოიშორა ვინც გული დაუფლიათა,მერე ვინც ენა ამოაგლიჯა და მიყვა და მიყვა აღარ გაჩერებულა.ცინგლს რომ იშორებს მტვერში მშრომელი კაცი მასე,უცებ და სამუდამოდ.გული აღარ აქვს სამწუხაროდ,მაგრამ თვალებით როცა გიღიმის კიდევ ჩანს რაღაც იმის,ყველა რომელსაც უყვარდა.დილით ვნახე,დარბოდი თუ სად გაიოფლე მეთქი,არა,მეზობელს ვეხმარებოდი წამო ცივ ლუდზე გეპატიჟებიო(მუშაობს),მერე შენი წამლები მეთქი და ნახევარ ტაბლეტსღა ვსვამ რა წამლებიო,გამიღიმა.მოკლედ გამიგრძელდა ძაან ამიტომ ისევ იმ ექიმის(რომელიც მთავარ როლშია მგონი) დავამთავრებ:ასეთი გამოჯანმრთელების შემთხვევა პრაქტიკაში არასდროს მქონიაო.ჰეპი ენდი გამოვიდა ესეც ხო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი