,,შორიდან დუმილი’’


თან ახლოს იყო,
თან კიდევ შორს.
ხან სითბოს ვგრძნობდი,
ხან კიდევ,
ქვად ქცეულ ყინულს,
ოცნებად გამხდარს,
სიზმრებად ქცეულს.

შეხების სურვილს
თვალებით ვგრძნობდი,
და ვდუმდი,
შორიდან ვდუმდი.
თითქოს არც იყო,
არც არასდროს ყოფილა.

ოცნებად დარჩა
და სადღაც გაქრა,
ან კიდევ დარჩა
იქ, სადაც
ცხოვრებას სწავლობს
გული ტკივილთან:
„გულს ერთხელ უყვარდებაო.“

მაშ რა ძნელია,
როცა იცი,
რომ აღარ განმეორდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი