გაცრეცილი მაისი


გაცრეცილია ირგვლივ მაისი,
ბურუსმა იცვა ჩემი წყვდიადი,
მარტოობისთვის მე მწირავს ღმერთი,
შენ მე არ მწირავ, მწვერვალებს ებმი.
ირგვლივ სიჩუმეა თან უკუნეთი,
ბნელმა მოიცვა ჩემი გროტესკი,
ჩემი გრძნობიბი აწ ქსელებია,
ამბურდავია და ქაოტური.
ნისლებში გეძებ თავგამეტებით
შეყვარებული, თან მარტოსული,
იცი რა ხდება? რა მემართება?
რად ვიკარგები ასე ეული?
მე რატომ მტკივა? რატომ არ ვიბრძვი?
რატომ გიყურებ შორს გამეტებით?
და შენ არ იცი,არც მე არ ვიცი
უბრალოდ ვიცი შენ რომ მიყვარხარ.
 გიყურებ აზრებს კონებად ვერ ვკრავ,
უბრალოდ გელი უმისამართოდ.
შენთან სიჩუმეა ჩემთან ქაოს ვებრძვი,
შენთან ზამთარია მე კი მაისს ვეკვრი,
შენთან სიცივეა მე კი უმალ ვიწვი,
და შენს ლოდინში ფერფლად ვიქეცი!
გაცრეცილია ირგვლივ მაისი,
მე ისევ გელი ფერფლად ქცეული,
სიყვარულისთვი მე მწირავს ღმერთი,
წვიმიან ღამით შენი ხმა მესმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი