იცი რა მსურს?


იცი რა მსურს?
არავისი არაფერი,
შენს ღიმილში დავიკარგე თითქოს,
შენი მზერით მაჯადოვებ,მაგრამ...
გზას მიტოვებ გასაქცევად ვფიქრობ.
როცა ვამბობ რა იქნება კიდევ.......
სასწაულებს შენ არ იშლი, მიპყრობ,
დღითიდღე, რომ მახალისებ, მართობ
და უეცრად  გულში დანას მასობ.
გასაქცევად ფეხებსა ვთხოვ შველას,
რომ სიყვარულს სადმე დავემალო,
შენ არ გესმის რატომ მტკივა გული,
რას განვიცდი ,რატომ გეკვრი ურჩად.
იცი რა მსურს? არავისი არაფერი,
შენზე ფიქრში ღამეებს, რომ ვტეხავ
გელოდები,რომ გამიგებ ოდეს,
და მიამბობ მთვარის შუქზე ღელვას.
იცი რა მსურს?
არავისი არაფერი,
შენს ღიმილში დავიკარგე თითქოს,
შენი მზერით მაჯადოვებ,მაგრამ...
გზას მიტოვებ გასაქცევად ვფიქრობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი