ჩემს წინ დაჯექი


ჩემს წინ დაჯექი
ბაგის თამაშით
თმების სიხშირით
ლამაზ წარბებით
მკაცრი, კეთილი
და თან უდრეკი
ამოუცნობი თან ასე ღია
გიყურებ 
აზრებს კონებად ვერ ვკრავ
და აი ისევ მეთამაშები
არც მეთანხმები
არც უარს ამბობ
უბრალოდ ზიხარ.....უმისამართოდ.
გრძნობების მორევში მარტო მე ვებმი
შენ კი არ ვიცი რა მიზანი გაქვს
მინდა გაგიცნო თან ამოგიცნო
ხელი მოგკიდო
მაგრად ჩაგჭიდო
და სამუდამოდ გული გაგიყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი