დედის სიტკბო
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოხვედი, რომ ჩემი ცხოვრება შენ დაგეწერა, რომ ჩემი ტკივილი შენ გაგეზიარა და ჩემი ბედი შენ შეგეცვალა. და მე არ მჯერა, რომ შენზე ტკბილი ამქვეყნად არსებობს ვინმე! შენ ერთადერთი ხარ, ვინც იმსახურებს ბედნიერების მორევში თრობას, შენ ჩემი დედა ხარ, ჩემი მფარველი, ჩემი იმედი და იდეალი, შენ ჩემი გული ხარ, სიყვარული ხარ, გრძნობა, რომელიც არასდროს გაქრება. მე მუდამ მინდა შენი ალერსი, შენი სითბო და შენი ღიმილი, რადგან შენს გარდა არავის ძალუძს, რომ მაგრძნობინოს მე სითბო შენი. შენ მე მელოდი თვეობით, კვირობით, მე კი უშენოდ არ შემიძლია, უშენოდ ყოფნა არს უიმედოდ, უფსკრულის პირას დგომის ტოლფასი. ალბათ უშენოდ გზას ვერ გავიგნებ და მე უფსკრულში გადვიჩეხები, ხო და ამიტომ შენ, ჩემო დედა, შენ ჩემო აზრო მთელი ცხოვრების, არასდროს მითხრა "გემშვიდობები", ეს არის ბოლო შეხვედრა ჩვენი, იყავი მუდამ, მთელი არსებით ჩემს გვერდით მარად, სამარადისოდ!!!!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი