უბრალოდ


უბრალოდ მაფიქრებს შენი არსება,
თან მიუწვდომელი,თან ასე ახლო,
ხან მომღიმარი,ხანაც უხეში,
ხან რომ მათბობ და ხანაც მაციებ.
შენი სურნელი ბუტაფორია,
სასმლით რომ მათრობ მელანქოლია,
შემოდგომაა გაზაფხულს გავხარ,
და ზამთარი ხარ ზაფხულის სიოში.
შენი თვალები მუქი, თაფლსა ჰგავს,
და ტყეს მიგიგავს შავი წარბები,
ხან უხეში ხარ ხან სითბოს აფრქვევ..
ჩემთვის კი მაინც გამოცანა ხარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი