წავედი


წავედი!!!!!!!!
განა იმიტომ რომ არ მიყვარხარ,
განა იმიტომ რომ არ გენდობი,
განა იმიტომ რომ არ გაფასებ,
არამედ იმიტომ რომ ზედმეტად გეკუთვნი.
იმიტომ რომ  მეშინია,
მეშინია რამე არ გატკინო,
რამე არ დაგიშავო,
მეშინია რომ ვერ გაგიფრთხილდები 
გულს გატკენ და ჭრილობებზე
მარილს მოგაფრქვევ..
მე გეტყვი მივდივარ 
აღარ მიყვარხარ და არც არასდროს 
მიყვარდი,
მაგრამ იცი როგორ ძალიან მინდა რომ
ეს არ დაიჯერო.
მინდა რომ ხელი ჩამკიდო და მითხრა:
"ჩვენ ერთნი ვართ
ერთმანეთთან შერწყმულნი ვართ 
და ვერაფერი დაგვაშორებს
ჩვენ სამყაროვართ
ჩვენ ყველაფერი ვართ
და შენ ამ ყველაფერს ვერ შეცვლი
არ გაქვს უფლება გალაქტიკა
თავდაყირა დააყენო და წახვიდე" 
ნეტავი მეტყოდე და არ გამიშვებდე ხელს მომკიდებდე
და გულში ჩამიკრავდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი