მზე და მთვარე


უბრალოდ ჩავები ამ სამყაროში,
ფიქრებით, ბურუსი გამოვიწვიე,
სევდიან ღამით მთვარეს შევსცქერი
მზის მოლოდინეში მე შენ გიხილე.
შორს ცის კამარას
ღმერთი გაუწყრა,
რომ უნებურად ქარიშხალს ებრძვის,
მთვარემ მზის ტრფობით
სამყარო შეცვალა
და ღვთის კანონი უგულებელყო.
დასანანია ბუნების კანონი,
მთვარეს ხომ მზის ტრფობა ალამაზებდა,
მზე უფრო ლაღად დაკაშკაშებდა,
ერთურთს  ებმოდნენ ცის კაბადონზე,
დათარეშობდნე სიყვარულისთვის,
შეყვარებულებს ძალას აძლევდნენ
და უბიძგებდნენ ერთად ყოფნისთვის...
ხანმოკლე აღმოჩნდა ბედნიერება,
უცბად ზამთარმა ცუნამი მოჰგვარა,
მთვარე ღამეს მისცა,
მზე კი განთიადს.
ეს გრძნობა, ყველასთვის მაგალითია 
ღამე ხომ დღის გარეშე არაფერია,
მზე, მთვარის გარეშე ხომ უძლურია,
მათი განშორება კი შეუძლებელი....

სიყვარულის ძალა ძალზედ დიდია
მასთან ბრძოლა ვერვის გაუბედია,
მთავარია წრფელი გულით გიყვარდეთ
მაშინ ვერვინ,
ვერვინ გაგატიალებთ........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი