ხვალ შეიძლება აღარ ვიყო


ხვალ შეიძლება აღარ ვიყო,დღეს მინდა შენთან,
ხვალ შეიძლება მარტოობით სული აღმომხდეს,
ხვალ შეიძლება შემოდგომის უძირო ვნებებს,
მე შენთან ყოფნას გამალებით ვევედრებოდე.

დრო უჩვეულოდ,უგზოუკვლოდ მიიპარება,
ზამთრის სუსხიან ამინდებში გრძნობებით ვთვრებით,
მე შენთან ყოფნის ფიცი დავდე სამარადისოდ,
მე შენთან ყოფნას ვავედრებდი ღმერთთან გოდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი