უიმედობის ილუზია
მწუხრის ჟამში დაიკარგე თითქოს, გული ისე გამალებით გიცემს, მარტოობით ფესვებსა თხოვ შველას, დარდისაგან ფერფლად გადაიქეც, მწუხარებით გალაქტიკას ამჩნიხარ, საშველად კი არავინ არ გარგია. შენს გოდებას საშველი,რომ არ უჩანს, გული დარდით მძიმედ გადამებუგა, შენს საშველად უფალსა ვთხოვ ვედრებას, შენს სახეზე ღიმილისთვის ვლოცულობ, გაიღიმე დროს არ უყვარს ლოდინი, ისე მირბის დაწევაც კი ფლიდია. მწუხარებით სამშობლოსაც გულსა ტკენ, არ უხდები მას მოღუშულ,მოდარდე, შენს ღიმილში საქართველო ეტევა, სიცილში კი გალაქტიკასაც ატევ, რა იქნება ისევ გაბრწყინდებოდე, შენს ღიმილში ისევ ვიკარგებოდეთ. გაიცინე არ გიხდება გოდება, შენზე დარდით აჩრდილებიც დაძრწიან, მარტოსულად განრისხებით ბოდავენ, შენზე ფიქრში ფილაქნებზე ხოხავენ, აჩრდილები შენთან ბაას არ წვეტენ, სასმლის სუნში შენთან მთვარეს ხედავენ. გაიცინე არ გიხდება გოდება შენზე ფიქრში ვარსკვლავებიც დარდობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი