*****


ცამეტი იყო,ნოემბრის ცამეტი,
წვიმის წვეთები თითოდ და თითოდ,
მივაბიჯებდი ჩუმად,ეული,
უსასრულობით მარტოდ გრძნეული.

ყოველდღიური რუტინით ტანჯულს,
ესეც ჩვეული დღე,რომ მეგონა,
შემოვაბიჯე კარის ზღურბლს იქით,
ჩვეულებრივად,არც უჩვეულოდ.

თვალებს ვხუჭავდი,ძილი მინდოდა,
არა ჯერ ისევ ძილში ვიყავი,
თვალებს ვახელდი ძალგამეტებით,
თვალს ვაყოლებდი ნაცნობ იერებს.

ირგვლივ ველოდი ყველა შინაურს,
ყველას ვის მზერას მუდამ ვებმოდი,
მაგრამ შევნიშნე მე უჩვეულო,
ამდენ თავს შორის ერთი უცნობი.

თვალ გავახილე,მკაფიოდ ვახილე,
ვერ ვუჯერებდი მის თმების ფორმას,
მისი ხუჭუჭა კუპრივით შავი,
თითქოს უჩუმრად საუბარს ბედავდა.

ფეხზე წამოდგა და გამიღიმა,
გაცნობის მომენტით
ადგილი იჭირა,
თითქოს ეს იყო ის გრძნობა,
როდესაც მთელი სამყარო ჩემი მეგონა.

ჩემს წინ დაჯექი ბაგის თამაშით
თმების სიხშირით,ლამაზ წარბებით
მკაცრი, კეთილი და თან უდრეკი
ამოუცნობი თან ასე ღია
გიყურებ 
აზრებს კონებად ვერ ვკრავ
შენი ხალისი მეიმედება.

მე შენში ვპოვე მესაიდუმლე
და მეგობარი,შენ შეუცვლელი,
მე შენში ვპოვე ადამიანი,
გრძნობა რომელიც არასდროს გაქრება.

ჩემი ოცნების მეწამულ ფიქრებს,
ვნებით აღსავსე  სევდიან თვალებს,
ცხოვრების მრუდე განწირულ გულებს,
შენი ხმა ატკბობს სულით გონამდე.

სიყვარული ხარ,სიხარული ხარ,
ჩემი იმედი,მეგობარი ხარ,
შენ სინათლე ხარ,
ჩემი სინათლე.

სიბნელის ჟამს, რომ გამიფერადებს,
შენ სამყარო ხარ უძირო გულით,
შენ ადამიანი,კაცთმოყვარე ხარ,
შენ იმედი ხარ, ჩემი იმედი.

ალბათ წარსულის წარუშლელ წუთებს,
ისევ შევთხოვდი შენს არსებობას,
კვლავ ვინატრებდი, რომ შეგხვედროდი,
რომ შენ ყოველთვის გვერდით მყოლოდი.

იცი რამდენად ძლიერ მიყვარხარ?
იცი რამდენად ძლიერ გენდობი?
იცი რამდენად მეიმედები?
და იცი რამდენად ძლიერ გეჩვევი?

არა არ გეჩვევი,უკვე შეგეჩვიე,
იმდენად ძლიერ,
იმდენად ძლიერ, რომ არც კი ვფიქრობ,
არც კი ვფიქრობ,
ცხოვრებას,იქ,სადაც არ იქნები,
როგორ განვაგრძობ.

არც მიფიქრია მე გაცნობისას,
რომ ასე ძლიერ შეგეჩვეოდი,
დაიკავებდი ამხელა ადგილს,
ჩემი ცხოვრების განუყრელ  მდევრად.

დღეს შენი დღეა,შენი სინათლე,
დღეა რომელიც შენ შემაყვარე,
დღეს თექვსმეტია,დეკემბრის თექვსმეტი,
დღეა რომელიც სულ მეყვარება.

სულ მეყვარება,სულ მეყვარები,
და საუკუნოდ შენთან ვიქნები,
მე შენი თარსი,შენ ჩემი ჩიჩო
ორივე ერთად განუყრელები.

სიყვარული ხარ,სიხარული ხარ,
ჩემი იმედი,მეგობარი ხარ,
შენ სინათლე ხარ,ჩემი სინათლე,
სიბნელის ჟამს,რომ გამიფერადებს.

შენ ყველას სითბო,პოზიტივი ხარ,
გრძნობა რომელიც არასდროს ჩაქრება,
შენ დღისით მზე ხარ,
ღამით კი მთვარე,
ვარსკვლავებიც კი შენ გიცქერს მხოლოდ.
 
ალბათ ოდესმე მკითხავს ვიღაცა,
სრულიად უცნობი,უცხო გამვლელი,
რა არის შენთვის აწ მეგობრობა,
რა იყო უწინ და რა იქნება?
მე ვუპასუხებ რომ მეგობარი,
იყავ,დღეს ხარ და იქნები მუდამ.

ცამეტი იყო,ნოემბრის ცამეტი,
წვიმის წვეთები თითოდ და თითოდ,
მივაბიჯებდი ჩუმად,ეული,
უსასრულობით მარტოდ გრძნეული.

არც მიფიქრია მე გაცნობისას,
რომ ასე ძლიერ შეგეჩვეოდი,
დაიკავებდი ამხელა ადგილს,
და მუდამ გვერდით მეყოლებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი