ჩემი ოცნება


ჩვენი ოცნების მეწამულ ფიქრებს,
ვნებით აღსავსე  სევდიან თვალებს,
ცხოვრების მრუდე განწირულ გულებს,
შენი ხმა ატკბობს სულით გონამდე.

დაზამთრდა,აზრებს კონებად ვერ ვკრავთ,
დეკემბრის სუსხიან ამინდებს ველით,
მათ მოლოდინში  არსაით ვიძვრით,
გაყინულ კალთებს ურჩად ვეპყრობით.

წინათ პირველ იყო,დეკემბრის პირველი,
დღეს კი დეკემბრის უკვე ორია,
ფიქრში ჩაძირული უძილო ღამეა,
დღეს შენი დღეა,შენი აისია.

ამ დღეს დაიბადნენ ვერსაჩე,
კალასი,
თვით ნაპოლეონს ვერ გაუძლია,
ამ დღეს  მოვლენილა სამყაროს ფარვით,
შენს იუბილეს ვერ გაქცევია.

ახლა აისია,სულში სიმარტოვე,
თაფლისფერ თვალებს ვერვინ მიატოვებს,
დაზამთრდა,სუსხი არც ისე მიკვისრს,
და არც ავდარი სისხლში რომ ატანს.

დღეს შენი დღეა,შენი აისია,
შენი დაბადებით ჩვენში მაისია, 
წრფელი გაღიმებით გული აგივსია,
შენი გამოხედვიდ ყინულ დაგიდნია.

წინათ პირველ იყო,დეკემბრის პირველი,
დღეს კი დეკემბრის უკვე ორია,
ფიქრში ჩაძირული უძილო ღამეა,
დღეს შენი დღეა,შენი აისია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი