შენი ხატება


მარტოობისას სული რომ მძვრება,
შენს სურნელს ვუხმობ ჩემთან საშველად,
შენზე ფიქრებში დარდი მელევა,
და შენი ნახვით გული მღერდება.

აკიაფებულ მხურვალე გზებზე,
შენი აჩრდილი თანმსდევს საშველად,
აკანკალებულ მხურვალე ხელებს,
შენი ცახცახი ეთამაშე.

მე მივუყვები მრუდე ფილაქნებს,
გაჩეხილ ტყეებს,დამშრალ ღელეებს,
გაყინულ ველებს,დანისნულ ფერებს,
მარტოობისთვის განწირულ დღეებს.

შენი ხატება სულ თვალწინ მიდგას,
ზამთრის სუსხიან დღეებში მათბობს,
ზაფხულის მცხუნვარე უმიზნო დღეებს,
მე ეგ ხატება მგრილავს და მართობს.

მე შენში ვპოვე სიცოცხლე ჩემი,
შენი არსებით ვარ მე დღეგრძელი,
და იმ დალოცვილ დღეს გაუმარჯოს,
როცა დამერქვა მე შენი შვილი.

ჩემო სამშობლოვ,ჩემო იმედო,
მრავალ ტკივილის განცდით მნახველო,
ამდენი გასაჭირს,ამდენ ვაებას?
ამდენ მომშურნეს რითღა პასუხობ?

მე მივუყვები მრუდე ფილაქნებს,
გაჩეხილ ტყეებს,დამშრალ ღელეებს,
გაყინულ ველებს,დანისნულ ფერებს,
მარტოობისთვის განწირულ დღეებს.

შენ სიყვარულში მარად დაკარგულ,
შენ სამსახურში შვილად მიგულე,
და თუ იმედი ვერ გაგიმართლო,
სამარის კარად არ მემსახურო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი