უკვდავება მოკვდათათვის
რაა სიცოცხლე უკანასკნელი, დროში უჩუმრად გარდაქცეული? რაა სიცოცხლე ამოუცნობი, ხანმოკლე და თან კვლავ წარუშლელი? უკვდავებისთვის უვიცნი ლოცულობს, მოკვდავობისთვის ჭკვიანნი იბრძვის, რაა სიცოცხლე ხალხში ნავარდობს, მუხლმოდრეკილი ხვალისთვის იღწვის. ჩემი სამყოფი მუდმივი ღელვაა, მუხლჩაუხრელი ბრძოლა და შიში, ლხინის მძებნელთა უკვდავი ტრფობაა, სამარადისოდ მოკვდავთა ჟინი. ღამით მარტოსულ ჩრდილში მეფობენ, მტერნი ვარსკვლავთა ზურგს ამოჩრილი, დღეს ხომ ბოროტი კეთილთ ნავარდობს, ანგელოზისას ტყავს მორგებული. დღეს სიბნელეა უკვდავებისთვის, სამოთხის კარი კვლავ ჩარაზული, ჯოჯოხეთისკენ უკვდავთ მიმავალთ, ვერ აღუვსიათ რწმენით გულები. რაა სიცოცხლე უკანასკნელი, დროში უჩუმრად გარდაქცეული? რაა სიცოცხლე ამოუცნობი, ხანმოკლე და თან კვლავ წარუშლელი? ნ.კაპანაძე 26/01/21
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი