უკიდეგანო გრძნობა
დროის მიწურულს,იმედ გადაცლილს, წყვდიადის ბოლოს ტანჯვა მელოდა, მარტოობისთვის გამიზნულ გზებზე, ერთი უკვდავი გრძნობა მელოდა, მისი სახელი მესამყაროვება, მისი სახელი მეიმედება, მე მისით ვცოცხლობ და მისით ვიბრძვი, მე მის მორევში ურჩათ მივიღწვი. ის საოცრების და უმეცრების, ამოუცნობი უკვდავებაა, ის მიწიერი და ზეციერი შეუმეცარნი გალაქტიკაა, ის ყველაფერი ყველაფერშია, ის ვარსკვლავების მნათობი ძალა, ის მზისა და მთვარის პაემანია, და ის გრძნობაა რომელიც არასდროს არანაირი ძალით არ ქრება. ეს სიყვარული უმეცრებააა, ეს არი გრძნობა ენთ აღუწერი, სიყვარული ხომ უკვდავებაა, სამოთხის ბაღში უმეცრებისთვის. ის ხო სიწმინდის სახიერებს და უმეცრების ფლიდი მიზეზი, ის ხომ ნამდვილი უკვდავებაა, გრძნობის მორევში კვლავ ჩაფლობისთვის. ის სიყვარული,სიყვარულშია,გრძბობა რომელიც არასდროს გაქრება, ის მხოლოდ წრფელი და მეამბოხე ამოუცნობი უკვდავებაა. მისი აღწერით სიტყვები ფლიდია, მისი აღწერა ვერვის უცდია, ის ყველაფერი ყველაფერშია, ის უკვდავი და მარად წმინდაა. ნ.კაპანაძე 27/01/21
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი