თებერვლის ქარები
იყო დღეები დროის მიწურულს, როცა მივგავდი ჩამომჭკნარ იებს, იყო დღეები,გარდატყდომის ჟამს, როცა მივგავდი მაისის კვირტებს. დრო იყო როცა ურჩად ვებმოდი, ზამთრის სუსხიან ამინდებს ლანდით, იყო დრო როცა ბაგის თამაშით, ავდარში მალვით მყისვე მივჰქროდი. მარტოობისას გიშრისფერ თვალებს, კვლავ დაბრუნების შიში აწრთობდათ, და მუხლმოდრეკილს მთების ზღურბლს იქით, შენი კვლავ ხილვის ფიქრი აკრთობდათ. გზაზედ მიმავალ ყველა ფილაქანს, ჩვენი გრძნობები კვლავაც ახსოვდა, ჩვენი ერთობა ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი უკვდავი თანაფარდობა. ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი, გაზაფხულისას როგორც ვარდებში, და ყოველ ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, დღისით ფიქრებში დაიარები. მე მეშინია შენი შენს გამო, და არა თებერვლის ცივი ქარების, გავიღვიძოდა აღარ გეწამო, აღარ მომწყურდეს შენი თვალები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი