უპასუხო სიყვარული


თავი 1
მე და შენ აღარასდროს შევხვდებით... მე მომაჯადოვეს, საწამლავი დამალევინეს ეცადეს შენი თავი დაევიწყებინათ ჩემთვის, საწამლავმა არ იმოქმედა. ვერ დამავიწყდი. შეიძლება საწამლავი უბრალოდ მე და შენი დასაშორებელი იყო და აერიათ... დაგვაშორეს...
გაზაფხულის უკანასკნელი საღამო იყო. დაღამების მოლოდინში დროებით მიძინებული მთვარე შავი, ნისლიანი ღრუბლების უკან იმალებოდა, თითქოს მზესთან კამათში გადაღლილიყო. სხვა საღამოებთან შედარებით, ეს საღამო მეუცხოვა. მთვარე დამშვიდებული ელოდებოდა თავის რიგს. დაღამებას.
იმ ღამეს მე და შენ რაღაც ძალამ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს. გაზაფხულის უკანასკნელ ღამეს, შევყურებდით ცის სპექტაკლს და ვტკბებოდით.
სპექტაკლში მონაწილეობა ნისლიმაც გადაწყვიტა და სცენას ეწვია. ალბათ ეცადა ვერ გაგვეგო როდის დაგვათენდებოდა.. ესეც თავიანთი სცენარის ნაწილი იქნებოდა...
-იცი? შენზე თავდავიწყებით შეყვარებული ვარ... გაბზარე ჩემი დაკაწრული ფიქრები, შენი მსუბუქი მეტყველებით. ჩემი მზერა ჩემს დაუკითხავად, შენსკენ გადმობრუნდა, როგორც ნიჭიერი მსახიობების მაყურებელს შენს ნათქვამზე, ზედმეტად უნიჭოდ გამეღიმა.
შენ გაჩუმდი, მეც სიჩუმე გავაგრძელე. გავჩუმდით... შენ ჯიბეში ნადები ოდნავ დანესტილი ხელი გამომაწოდე, ჩემი თითები კი გზად ნერვიულობამ დაგახვედრა.
იცი ერთხელ მოყვითალო ფოთოლს შემსკდარი პეპელა დავინახე.
ვერ გაუძლო... ფოთოლზე ნაზი აღმოჩნდა, ღიმილგადაკრულმა ავითვისე ეს კადრი. ძირს დანარცხებულ ფარფატა არსებას ვუყურებდი და მასში უკვე ჩამქრალ, მაგრამ ისევ იმედისმომცემ, ფერად, სიყვარულს ვხედავდი... ჩვენს სიყვარულს გავდა ...
გაჩუმებული გისმენდი...
რას მოყვებოდა ჩემი და შენი შვილი ჩვენზე? მკითხე ისევ შენ , ისე თითქოს მომავლის თვითმფრინავში მჯდომი მგზავრი ვიყავი ...
ბედნიერმა სიმორცხვემ ლოყები ბროწეულისფრად გადამიღება, სისველისგან დახვეული თმები ჩამოვიყარე სახეზე და თვალები დავხუჭე... ვგრძნობდი მიყურებდი, თან ჩემს წარმოდგენილ პასუხს ელოდი...
მაშინ როდესაც ჩვენს სიყვარულზე მხოლოდ მოგონებები დარჩება? - გკითხე და თვალები ხელოვნურად, უფრო ძლიერად მოვხუჭე...
მუხლების კანკალი დამეწყო, პულსი ისედაც ფერწასული მაჯიდან, გამოქცევას ცდილობდა... ვერ გავაგრძელე, მეტირებოდა...
გამთენიისას სპექტაკლის პროლოგი შავმა ღრუბელმა დაასრულა, ფარდებიც ჩამოიწია, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის ხელებს ვგრძნობდით...
ყველაფერი მტკიოდა და ყველაფერი ერთად მეკითხებოდა რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა, შენს გვერდით, მაგრამ პასუხი არავის ჰქონდა. ოდნავ სასიამოვნო ნიავი უბერავდა, ხეებზე შენნაირ ამაყ ფოთლებს მივშტერებოდი ისინიც ვერაფერს მპასუხობდნენ. მხოლოდ შენი და ნიავის ხმა მესმოდა, შენი უფრო ჩუმი იყო. რას მელაპარაკებოდი აღარაფერი მახსოვს. ბოლოს გავიგე ჩემი კოცნა გინდოდა და მე გითხარი, რომ ვერ...
ვერ გაკოცებდი მაგრამ მინდოდა,მეც მინდოდა შენი თბილი შემთვრალი ტუჩები შემეგრძნო, კიდევ ერთხელ თუნდაც ცხოვრებაში უკანასკნელად, მაგრამ ვერ... გაგიკვირდა , იმიტომ რომ იცოდი შენ ის გინდოდა რაც მე, შენ არასდროს გინდოდა ის რაც მე არ... მაგრამ ჩემგან სხვა პასუხი მიიღე. ვგრძნობდი ერთი გზა იყო დარჩენილი შენგან წასვლა, მაგრამ სანამ ამ გზაზე წავიდოდი მთავარი წინააღმდეგობა იყო - შენ იყავი... ასე ვეღარ დაგტოვებდი. შენ ისევ შემოხვედი ჩემს ტვინში და ისევ მითხარი ის რისი თქმაც მე მინდოდა, რომ არსებობდა ჩემთან სხვა ... მე სხვას არ ვეკუთვნოდი, მაგრამ აღარც ჩემს თავს და აღარც შენ.. იგრძენი და გეტკინა. შენი სახე მახსოვს, შებინდების ფერები დაკრავდა შენს ისედაც ბინდივით მღვრიე თვალებს, ვუყურებდი და ვერ ვბედავდი მეთქვა, მეთქვა რომ ეშველა. მე ხომ მგონი მომაჯადოვეს. შენ კვლავ ყველაფერს მიხვდი... ალბათ ჩემი მოკვლა გინდოდა, მაგრამ მოჯადოვებულ პრინცესას , სიკვდილი ვეღარაფერს დააკლებდა... მე ისედაც მკვდარი ვიყავი. დანაშაულ ჩადენილი ავცდი ცხოვრების ყველაზე ლამაზ ნაწილს, ჩავუარე ვარდისფერი სათვალით და მწვანე ფოთლებსაც კი ვარდისფრად ვხედავდი. შენ კიდე შეგეცოდე... ცრემლი მომწმინდე, არც გეშინოდა შენს ძლიერ თითებზე ჩემი მოწამლული წვეთების შეხების. ადრე ყველაფერი სხვანაირად გეგონა.. შენც და მეც.. ორივე გავურბოდით რეალობას ლ,მხოლოდ იმიტომ რომ მომავლის ოცნებები გვამარცხებდნენ. გვიყვარდა ჩვენი ოცნებები, ერთმანეთზე მეტად. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული ვერ მოვასწარით. ცხოვრება თუ გვაძლევს ერთ შანსს და ამ სამყაროს ჩუქნის ჩვენ თავებს, იფიქრე შენც მოგეცა ჩემთვის მეორე შანსი... შენი ბოხი ხმა ისევ მეცეკვებოდა, მენაზებოდა და ისე მეკითხებოდა დავრჩებოდი თუ წავიდოდი... ჩემს ტვინს მიეძინა, ფიქრებს დაეზარათ აზროვნება, გული ყველაზე მეტს მოძრაობდა... ჩემმა ტუჩებმა იმ საღამოს მეტს ვეღარ გაუძლეს... სციოდათ, მაგრამ არ შეშინებიათ ტყუილის თქმის, მათთვის მარტივია გულიდან მოწოდებული სიტყვების გადაკეთება და ... ისევ შეცვალეს პასუხი... ვერ დავრჩები მეთქი გითხარი. მაგრამ დიდი დრო დამჭირდა ამის კვლავ გულში გადასაცემად. ეჭვიანობისგან გულწასულ ჩემს ტუჩებს შენი ტუჩები მოუნდათ... მაგრამ გვიანი იყო, მე მივდიოდი... აქ მოკვდა ჩვენი ბავშვური წარსული, აწმყო დაგვცინოდა, მომავალი კი ხელს გვიქნევდა. ერთად გადავდგით ბოლო სველი, გაცვეთილი ნაბიჯები. ამინდის გამო ხასიათზე ვერ ვიყავით, მე ნამიან მიწას ვუყურებდი და სველ სიჩუმეში, მშრალი ხმით გკითხე მერე რა იქნებოდა... შენ ადრინდელივით, ძველებურად გაღიმება გინდოდა, მაგრამ გამშრალი სახით და დაჭმუჭნული შუბლით არაფერი მიპასუხე... რამდენიმე რთულ, მაგრამ ბედნიერ წამს გავუძელით ერთად, შემდეგ კი შენ მითხარი მშვიდობით... მე ხმა ჩამწყდა ნაბიჯები გადავდგი და ცივი, მძიმე, ნესტიანი ხელი დაგიქნიე... ორივე ვფიქრობდით, რომ აღარასდროს შევხვდებოდით...
სახლში მივედი, ვიგრძენი როგორ გიყვარდი და რომ ისევ გიყვარდი, არაფრის მეშინოდა ... დაძინება ვცადე ...
ორივე ვფიქრობდით რომ აღარასდროს შევხვდებოდით... თურმე ისევ ვცდებოდით ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი