უსახელო
შუაღამეს ტკივილს ვებრძვი, ვხვდები გული როგორ მწყდება, როგორ მიმძიმს იმის ფიქრი, რომ ოცნება სულ არ ხდება. გული ისე მეკუმშება, ისე მტკივა, ისე ვდარდობ, ხან მგონია ამ ტკივილთან,ერთად უნდა დავიმარხო. ფიქრებს ვებრძვი, გრძნობებს ვეტრფი, ვცდილობ დარდი გავიქარვო, თვალზე მომდგარ ცრემლებს ვიშრობ, დედამ რომ არ დაინახოს. არც ჩემს სატრფოს ვენახვები, გული რომ არ ჩაეგლიჯოს, როცა ვხედავ თავს ვიკავებ, ცრემლი რომ არ დამედინოს. ვეღარ ვხატავ გრძნობებს კარგად, ვერც ვიცინი, ვეღარც ვტირი, მხოლოდ მარტო როცა ვრჩები, გულს დარდისგან მაშინ ვიცლი. როგორ მინდა ერთხელ მაინც, არ ვიდარდო მარტოდ მარტომ, მუხლზე თავი დაგადო და ბევრი ცხარე ცრემლი ვღვარო, ღამე ისევ ვიტანჯები, ვეღარ ვითვლი დარდებს ულევს, თუ ოდესმე ავტირდები ისევ მუზა მიერთგულებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი