მოშორებით თბილისის
სიყვარულმა იცის ეს და სიყვარულმა იცის ის. ახლა ზღვის ნაპირას ვზივარ, მოშორებით თბილისის, ისევ ისე კანზე ცივად ვგრძნობ მე სხივებს ცივი მზის. ეს ამინდიც გაუჟმურდა, არც ეს უნდა არც ის უნდა. ზარებმა რომ რეკეს დილით, შენი ლანდის ხილვა მსურდა. ზღვა კი ისევ ისე ღელავს, აქეთ წვიმს და იქით ელავს. ჰორიზონტზე ვხედავ ლანდებს, რაღაც უცნაურს და ფერადს. ზღვაა ლურჯი, ფირუზისფრად კაშკაშებს და მოელვარებს, მე მუდიმდღის შენზე ვფიქრობ, შენზე ფიქრი მათამამებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი