დილის ნამით ია


ბაღში ია ვნახე,
ია ლამაზმანი,
მარტოდ დარჩენილი,
კენტად დამაშვრალი.
ია კოკროჭინა,
ლამაზ-ოქროპირა,
დილის ნამით პირი
ჩაიკოკლოზინა.
#ია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი