ნიჭის წინაშე
მე ლექსს კი არ ვწერ — ვაბულბულებ. განა ვხალისობ? თითქოს ფურცელზე ვარდი ხარობს — თან მოვარდისფრო. თითქოს ტოროლა მეუბნება საჭირო ფრაზებს, თითქოს კალამი კარგად მიცნობს — კითხულობს აზრებს. მას ვუფრთხილდები — ნიჭის გამო ბევრი რამ მმართებს, როგორც პოეტს, და არა როგორც ვიღაცა გამვლელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი