„შემოვიზარდეთ“
მე კარგად მახსოვს ის ასაკი, ოდესღაც ოცის, რომ ვიყავით და ჯერაც ისე ლაღად დავრბოდით, ბევრი ძმაკაცი, დასალევი და სიგარეტი, მზიან დღეებში გარეთ ყოფნას რომ არ ვნანობდით. მერე კი... მერე... ერთ დღეს უცებ შემოვიზარდეთ, გუშინდელივით გვახსოვს ისევ ის ტკბილი წლები, განა დიდი ვარ — არ დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მაგრამ რატომ ვარ ასე — ვერ ვიაზრებ და ჯერ ვერ ვხვდები. იქნებ ჩვენ ყველას ღმერთმა ცალკე ბედი გვარგუნა, ნუ, თავისთავად ყველა ერთი როდია, კაცო, მაგრამ მე მაინც მინდა ისევ რომ ერთად ვიყოთ, წარსულს შევნატრი და ნელ-ნელა ვივიწყებ აწმყოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი